News Back

სახანძრო უსაფრთხოების სწავლება ბნსუ-ში (EN)

26 September 2023
2023 წლის 26 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში სახანძრო უსაფრთხოების სწავლება გაიმართა. პრაქტიკული სწავლება მოიცავდა საგანგებო სიტუაციების დროს საევაკუაციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, პერსონალისთვის მოვალეობებისა და დავალებების გადანაწილებას, ასევე ცეცხლმაქრების სახეობების გაცნობასა და მათი გამოყენების მეთოდების შესწავლას. ბნსუ-ს პერსონალსა და სტუდენტებს ჩაუტარდათ შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. სახანძრო უსაფრთხოების სწავლება ბნსუ-ს შრომის უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.