სამუშაო შეხვედრა ბნსუ-ში (EN)
5 May 2023
2023 წლის 4 მაისს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის, კოლეჯ ,,ახალი ტალღისა“ და აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ახალი პროგრამების შემუშავებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ბაზრის მოთხოვნების ერთობლივი კვლევის მიზნით. აგრეთვე, განხილულ იქნა სამგზავრო გემების პერსონალის მომზადების ტრენინგ-კურსების შემუშავებასა და განხორცილებასთან დაკავშირებული საკითხები.
