სამუშაო ვიზიტი ბნსუ-ში (EN)
11 April 2023
2023 წლის 10 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით რუმინეთის საზღვაო სამხედრო აკადემიის „Mircea cel Bătrân Naval Academy“ რექტორი, ადმირალი ალეკუ თომა, რექტორის მოადგილე კატალინ პოპა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარიუს კუკუ ეწვია.
სტუმრებთან შეხვედრა გამართა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პარმენ ხვედელიძემ, ადამინისტრაციის ხელმძღვანელმა - კანცლერმა ლალი ხვედელიძემ და რექტორის მოადგილეებმა გელა გვარიშვილმა და გიორგი გაბედავამ.
მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს მათ ხედვებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გზები. ასევე, სტუმრებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს ბნსუ-ს სტუდენტებთან, რომლის ფარგლებშიც ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რასაც რუმინეთის საზღვაო სამხედრო აკადემია სტუდენტებს სთავაზობს.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს ბნსუ-ს განახლებული მატერიალურ ტექნიკური ბაზა.
აღნიშნული შეხვედრა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგამის ფარგლებში დაიგეგმა და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კვირის განმავლობაში უცხოელი სტუმრების ბნსუ-ს სტუდენტებისთვის ლექციებს ჩაატარებენ.
