შეხვედრა Erasmus Mundus-ის კოორდინატორთან
20 February 2012
2012 წლის 20 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა Erasmus Mundus-ის ALRAKIS-ის პროექტთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა. Erasmus Mundus-ის რეგიონალურმა კოორდინატორმა, ქალბატონმა ლელა თურმანიძემ ბნსუ-ს სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ, წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელშიც დაწვრილებით გააცნო დამსწრეთ პროექტის დეტალები და უპასუხა ლექტორებისა და სტუდენტების შეკითხვებს.
შეხვედრამ საქმიან გარემოში ჩაიარა და სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
