News Back

შეხვედრა-დისკუსია „ბიბლიოთეკა - სამეცნიერო კვლევების ხელშემწყობი” (EN)

7 June 2023
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი დაესწრო ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას. შეხვედრა-დისკუსია სახელწოდებით, „ბიბლიოთეკა - სამეცნიერო კვლევების ხელშემწყობი” 29 მაისს გაიმართა. შეხვედრა წარმოადგენდა ამა წლის 27-28 აპრილს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიების -“ბიბლიოთეკა - სამეცნიერო კვლევის ხელშემწყობი“- შედეგების განხილვას და წარმოაჩენდა ბიბლიოთეკების როლს სამეცნიერო კვლევების განვითარებასა და მეცნიერების პოპულარიზაციის საქმეში.