შეხვედრა რექტორთან
20 December 2011
20 დეკემბერს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა უნივერსიტეტის რექტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, პროფესორი პარმენ ხვედელიძე.
რექტორი სტუდენტებს ესაუბრა უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების გეგმებზე, მათ შორის უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფასა და ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები, საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი მუშაკები: გ. კიკვიძე, რ. რიჩკოვი, ბ. პოტეხინი, ა. მანუკიანი.
