News Back

შიდა საფოსტო სერვერი ბნსუ-ში

26 June 2012

26 ივნისს, ბნსუ საკონფერენციო დარბაზში, ხარისხის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა პერსონალის შეხვედრა შიდა საფოსტო სერვერის მოხმარებასთან დაკავშირებით. დამსწრეთ განემარტათ შიდა საფოსტო სერვერის მუშაობის პრინციპი და მნიშვნელობა. მომავალში შიგა და გარე ნორმატიული დოკუმენტების დაგზავნა ქვედანაყოფებში გაცნობისათვის განხორციელდება ელექტრონული სახით, ზემოაღნიშნული სერვერის მეშვეობით, რაც შეამცირებს ნორმატიული დოკუმენტების პერსონალისათვის მიწოდების დროს და შესაბამისად, გაზრდის შრომის ეფქტურობას.