სტუდენტთა საყურადღებოდ.
29 October 2012
მსოფლიო ბანკში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის აღსანიშნავად, ბანკის წარმომადგენლობა თბილისში აცხადებს კონკურსს უმაღლესი სასწავლებლებისათვის სტუდენტებს შორის საუკეთესო ესსეს გამოსავლენად.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს დისკუსიას საქართველოს განვითარების მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ. ნაშრომის თემაა:,,საქართველო კიდევ 20 წლის შემდეგ"
გთხოვთ იხილოთ კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტებში, რომლებიც დღეს განთავსდა ,,24 საათი" და ვებ გვერდზე: jobs.ge.
