News Back

Lecture Courses

22 May 2015

2015 წლის 20 მაისს, აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტური დღეები, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერისტეტის ფრენბურთის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა, გუნდს გადაეცა თასი და დიპლომი. სტუდენტური დღეები აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და მასში ხუთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობდა. დასკვნითი ღონისძიება ბათუმის საზაფხულო თეატრში ჯგუფ ,,გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტით დასრულდა. 

ვულოცავთ ბნსუ-სა და ყველა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებას სტუდენტურ დღეებზე მიღწეულ წარმატებებს!