სტუდნეტური ფესტივალი 2013
27 September 2013
2013 წლის 28-29 სექტემბერს, ბათუში გაიმართება სტუდნეტური ფესტივალი 2013. ღონისძიების ორგანიზატორია ქალაქ ბათუმის მერია. ფესტივალში, საქართველოს სახვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებთან ერთად, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. საფესტივალო პროგრამით განსაზღვრულია ფილმების ჩვენება, ფოტო-გამოფენა, სპორტულ ღონისძიებათა რიგი, პერფორმანსები, ფლეშ-მობი. ფესტივალს დაასრულებს ბათუმის ბულვარში, საზაფხული თეატრში გამართული გალა-კონცერტი.
