სტუმრად რკინიგზის სადგურ ბათუმში
3 May 2012
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ლოგისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა ფაკულტეტის დეკანთან პროფ. ქეთევან გოლეთიანთან ერთად, ერთი დღე ბათუმის რკინიგზის სატვირთო სადგურში გაატარეს.
სტუდენტები გაეცნენ სადგურის სადისპეტჩერო პუნქტის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, სადგურში მიმდინარე სალიანდაგო სარემონტო სამუშაოებს, სატვირთო სადგურის კომერციული დოკუმენტაციის წარმოების წესებს.
სტუდენტებს მეგზურობას უწევდა სადგურ ბათუმის უფროსის მოადგილე ბ-ნი ირაკლი ქათამაძე.
