სტუმრობა მახინჯაურის ბავშვთა სახლში
2012 წლის 14 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ეწვია მახინჯაურის ჩვილ ბავშთა სახლს. საქველმოქმედო აქცია მიზნად ისახავს ბავშვთა სახლისათვის აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნებისა და ფასიანი საჩუქრების გადაცემას. ბნსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ბავშვთა სახლი, შეხვდნენ აღსაზრდელებს, გამოთქვეს ბავშვთა სახლთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი.
იქვე გადაწყდა, რომ ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქეთევან გოლეთიანის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ბნსუ-ში შეიქმნება ე.წ. ,,სათამაშოების ბანკი’’, სადაც ბნსუ და ყველა სხვა დაწესებულებების სტუდენტებს შეეძლებათ მოიტანონ სათამაშოები, აგრეთვე ბავშვებისათვის სასარგებლო სხვა ნივთები, რომლებიც გადაეცემათ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს.
