News Back

თანამშრომლობის მემორანდუმი

7 June 2012

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ დღეს ბათუმის სამი უმაღლესი სასწავლებელის რექტორთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 

მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, სახელმწიფო საზღვაო აკადემია და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ. მხარეები ერთობლივად იზრუნებენ საგრანტო პროგრამების მოძიებასა და კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარებისა და საზაფხულო სკოლების ორგანიზებაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ურთიერთგაცვლა, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სასწავლო პროგრამების შემუშავება და საბიბლიოთეკო ფონდებით სარგებლობა.