ტრეინინგი ,,ორგანიზაციული მენეჯმენტი’’
2014 წლის 24-26 იანვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტემპუსის საგრანტო პროექტ ”530311-TEMPUS-1-2012-1-AM-TEMPUS-JPCR: MASTER IN HIGHER EDUCATION MANAGEMENT: DEVELOPING LEADERS FOR MANAGING EDUCATIONAL TRANSFORMATION”-ის ჯგუფის ორგანიზებით, გაიმართა ტრეინინგი სახელწოდებით ,,ორგანიზაციული მენეჯმენტი’’, რომელშიც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ტრეინინგი უშუალოდ უსდ-ების მენეჯმენტსა და ორგანიზაციული პროცესების სწორ მართვას უკავშირდებოდა. ის გაჯერებული იყო როგორც ინფორმაციული ნაწილით, ისე პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომლებიც ძალზე საინტერესო დარჩა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მმართველი რგოლის წარმომადგენელთათვის.
