ტრენინგი ბნსუ-ში “აქტიური სწავლება უმაღლეს სასწავლებელში”
2012 წლის 20-22 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ჩაატარა თრენინგი უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებელთათვის ”აქტიური სწავლება უმაღლეს სასწავლებელში” - ზაფხულის სესია 2012 წ.
მსმენელები გაეცვნენ უმაღლეს განათლების სისტემაში მიმდინარე ინოვაციულ პროცესებს; გაიზიარეს ახალი პედაგოგიკური და კვლევითი თეორიები და ტექნოლოგიები; გააცნობიერეს სტუდენტთა საჭიროებები და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის მოთხოვნები; დაეუფლნენ თანამშრომლობითი სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის თანამედროვე სტრატეგიებს. მომავალში ლექციის დაგეგმვისას შეარჩევენ და გამოიყენებენ სწავლების იმ მეთოდებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ თითოეული სტუდენტის ეფექტურ სწავლას.
