წლის აქტიური მკითხველის " დაჯილდოების ღონისძიება (EN)
28 December 2023
2023 წლის 26 დეკემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა "წლის აქტიური მკითხველის " დაჯილდოების ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს აქტიური მკითხველები, რომლებიც დააჯილდოვეს სიგელებით და სამახსოვრე წიგნებით.
სიგელები და სამახსოვრე წიგნები გადაეცათ შემდეგ მკითხველებს:
1. ნატალია ჭყონია - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექტორი, პროფესორი;
2. ნანა ხალვაში - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული დეპარტამენტის მასწავლებელი.
სტუდენტები/ პროფესიული სტუდენტები:
1. სულიკო გიორგაძე;
2. გიორგი შაინიძე;
3. გიორგი ჩიხაძე;
4. ნია მსხალაძე;
5. ემილი იბრაგიმოვი;
6. ლუკა ფუტკარაძე;
7. ლუკა მიმინოშვილი;
8. დავით ქიმაძე.
შეგროვდა მკითხველების სურვილები, რომლებიც ფერად ქაღალდებზე დაიწერა ანონიმურად.
ღონისძიება გაიმართა ბნსუ-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით. მსგავსი ტიპის ღონისძიებას ყოველწლიური ხასიათი ექნება.
