თურქეთის საზღვაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიზიტი ბნსუ-ში
საქართველოში მოკლე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქეთის საზღვაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები. სტუმრობის მიზანი იყო ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვაო დარგში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მომზადება, რაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გულისხმობს საგანმანათლებლო დიპლომების ურთიერთაღიარებასა და ქართველი მეზღვაურების თურქულ გემებზე დასაქმების ხელშეწყობას. ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლები 2011 წლის 20 დეკემბერს იმყოფებოდნენ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში. სტუმრები გაეცნენ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, შეხვდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, ქართველ და თურქ სტუდენტებს.
