News Back

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

18 February 2012

17 თებერვალს, პროფესიულ კოლეჯში ”იკაროსი”, გემის მზარეულთა მომზადებისა და გადამზადების პროგრამის ფარგლებში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯ „იკაროს“ შორის. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი გადამზადების პერიოდში უზრუნველყოფს მოსწავლეებს სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სადემონსტრაციო სასწავლო მასალებით, გაატარებს შესაბამის პრაქტიკულ სწავლებას გემის მზარეულისათვის აუცილებელი საერთაშორისო სერთიფიკატების მისაღებად.