ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა (RU)

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში

დასაქმების შესაძლებლობები: ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერი პროფილის და ზომის ორგანიზაციაში.

დაშვების წინაპირობა: საბაზო ზოგადი განათლება

სწავლა სრულად ფინანსდება სახელწიფოს მიერ.

 

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • უზრუნველყოს კომპიუტერის აპარატურული მხარდაჭერა (Hardware);
  • უზრუნველყოს კომპიუტერის პროგრამული მხარდაჭერა (Software);
  • იმუშაოს მობილურ, Linux და Windows Server ოპერაციულ სისტემებთან;
  • გამართოს პერიფერიული მოწყობილობები;
  • დაამონტაჟოს და გამართოს მცირე ზომის კომპიუტერული ქსელი;
  • დაამონტაჟოს და გამართოს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები;
  • უზრუნველყოს კომპიუტერულ სისტემებში გაუმართაობების იდენტიფიცირება/აღმოფხვრა;
  • უზრუნველყოს კომპიუტერული სისტემების მხარდაჭერა სამუშაო ადგილზე და დისტანციურ რეჟიმში.