პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ადმინისტრაციულ სერვისებში
დასაქმების შესაძლებლობები: ადმინისტრაციული სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებში, ორგანიზაციის შესაბამისი ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტად, ხელმძღვანელის თანაშემწედ.
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
ხანგრძლივობა: 13 თვე
საფასური: 1,500 ლარი.
სწავლის შედეგები
კურსდამთავრებულს შეუძლია:
- დაგეგმოს შეხვედრები და მივლინებები;
- მართოს ორგანიზაციის დოკუმენტბრუნვა;
- მართოს ორგანიზაციის შესყიდვები და მომარაგება;
- გააფორმოს დოკუმენტების რეკვიზიტები და ბლანკები;
- მოამზადოს დოკუმენტები არქივისთვის;
- მოამზადოს დოკუმენტების პროექტები;
- აწარმოოს მიმოწერა სხვადასხვა საკითხებზე;
- დაგეგმოს პერსონალის/ადამიანური რესურსების მართვის საკითხები.
