ადმინისტრაციული სერვისები

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ადმინისტრაციულ სერვისებში

დასაქმების შესაძლებლობები: ადმინისტრაციული სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებში, ორგანიზაციის შესაბამისი ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტად, ხელმძღვანელის თანაშემწედ.

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

ხანგრძლივობა: 13 თვე

საფასური: 1,500 ლარი.

 

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • დაგეგმოს შეხვედრები და მივლინებები;
  • მართოს ორგანიზაციის დოკუმენტბრუნვა;
  • მართოს ორგანიზაციის შესყიდვები და მომარაგება;
  • გააფორმოს დოკუმენტების რეკვიზიტები და ბლანკები;
  • მოამზადოს დოკუმენტები არქივისთვის;
  • მოამზადოს დოკუმენტების პროექტები;
  • აწარმოოს მიმოწერა სხვადასხვა საკითხებზე;
  • დაგეგმოს პერსონალის/ადამიანური რესურსების მართვის საკითხები.