პროფესიის დასახელება: გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია; Ship Engine Room Operation
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისი კომპეტენციების მქონე კონკურენტუნარიანი, პრაქტიკულ მუშაობაზე ორიენტირებული სპეციალისტის - სამანქანე განყოფილების რიგითის მომზადებას, რომელსაც გაცნობიერებული აქვს პროფესიისა და შესასრულებელი ვალდებულებების სპეციფიკა, გააჩნია პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, შეუძლია სამანქანე განყოფილების რიგითის ვალდებულებები და პასუხისმგებლობის შესრულება (გემის მექანიკური დანადგარები, ელექტრომოწყობილობების, ელექტრონული აპარატურის, მართვის სისტემების, ტექნიკური მომსახურეობა და შეკეთება, გემზე მყოფ ადამიანებზე ზრუნვა, გემის ოპერაციების კონტროლი და სხვ.).
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაციაში / Secondary Vocational Qualification in Ship Engine Room Operation.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური შეიძლება დასაქმდეს: საზღვაო სავაჭრო (ნავთობმზიდ, ქიმზიდ, მშრალტვირთმზიდ, საკონტეინერო, აირმზიდ და სხვა ტიპის), სამგზავრო, ნავსადგურის დამხმარე ფლოტის, თევზსაჭერ და სხვა ტიპის მცურავ საშუალებებზე. სამანქანე განყოფილების რიგითის შეუძლია დასაქმდეს მცურავ საშუალებებზე დამხმარე დონის პასუხისმგებლობის მეზღვაურის პოზიციაზე (კერძოდ; სამანქანე ვახტის რიგითი, მოტორისტი, დონკერმანი, ხარატ-შემდუღებელი). დასაქმების შესაძლო სფეროებს წარმოადგენს ასევე, საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებისა და ექსპლუატაციის სფეროსთან დაკავშირებული სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებები.
დაშვების წინაპირობები
- სრული ზოგადი განათლება;
ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №086 ან №100), რომელსაც დადგენილი წესით გასცემს შერჩეული სამედიცინო დაწესებულება (ჩამონათვალი განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე www.mta.gov.ge).
მისანიჭებელი კვალიფიკაციების შესაბამისი სწავლის შედეგები
კურსდამთავრებულს შეუძლია:
- გემის მექანიკური დანადგარების ექსპლუატაცია
- ელექტრომოწყობილობების, ელექტრონული აპარატურის, მართვის სისტემების, ტექნიკური მომსახურეობა და შეკეთება
- გემზე მყოფ ადამიანებზე ზრუნვა
- სამედიცინო დახმარების აღმოჩენა
- ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის გამოყენება და ხანძართან ბრძოლა
- გარემოს დაბინძურების პრევენცია
- სამანქანე განყოფილებაში ვახტაში მონაწილეობა
- სამანქანე განყოფილების ქვაბების, მექანიზმების, დანადგარების სისტემების ტექნიკური
მომსახურება
სწავლის ხანგრძლივობა: 12 თვე
