ელექტროობა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: ელექტროობა/Electricity

პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში/Basic Vocational Qualification in Electricity

 

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

ელექტროკოსი შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტროდანადგარების მომსახურედ: მემონტაჟე ელექტრიკოსად, შენობის ელექტრიკოსად, გამანაწილებელი ქსელის ელექტრიკოსად, ელექტრო-მექანიკოსად, ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების ელექტრიკოსად, ელექტროენერგიის გამომმუშავებელი სადგურების ელექტრიკოსად.

დაშვების წინაპირობა

  • საბაზო ზოგადი განათლება

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვა
  • აღწეროს ელექტრული წრედების ელემენტები და საზომი ხელსაწყოები
  • უზრუნველყოს ელექტროობის სისტემის ნახაზის შესრულება CAD-ის გამოყენებით
  • აღწეროს ელექტრული მანქანები
  • აღწეროს ელექტრული ტექნოლოგია
  • უზრუნველყოს მუდმივი და ცვლადი დენების ანგარიში და წრედებში დანაკარგები
  • გამოიყენოს მათემატიკა ელექტროობაში
  • განახორციელოს ელექტროსამონტაჟო სამუშაოები
  • უზრუნველყოს პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა

სწავლის ხანგრძლივობა: 10 თვე