სახელწოდება: საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია; Ship Deck Operation
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისი კომპეტენციების მქონე კონკურენტუნარიანი, პრაქტიკულ მუშაობაზე ორიენტირებული სპეციალისტის - საგემბანე განყოფილების რიგითის მომზადებას, რომელსაც გაცნობიერებული აქვს პროფესიისა და შესასრულებელი ვალდებულებების სპეციფიკა, გააჩნია პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, შეუძლია გემბანის რიგითის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესრულება (გემის უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაში მონაწილეობა, მონაწილეობის მიღება ტვირთის დამუშავებასა და განლაგებაში, გემზე მყოფ ადამიანებზე ზრუნვა, გემის მიბმა მოხსნის ოპერაციებში მონაწილეობა და სხვ.).
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საგემბანე განყოფილების ექსპლუატაციაში / Secondary Vocational Qualification in Ship Deck Operation
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
საქართველოს კანონის „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“, საგემბანე განყოფილების რიგითის სერტიფიცირების მოთხოვნათა დაკმაყოფილებისა და გემზე მუშაობის აღიარებული სტაჟის საფუძველზე საგემბანე განყოფილების რიგითი მეზღვაური შეიძლება დასაქმდეს: საზღვაო სავაჭრო (ნავთობმზიდ, ქიმზიდ, მშრალტვირთმზიდ, საკონტეინერო, აირმზიდ და სხვა ტიპის), სამგზავრო, ნავსადგურის დამხმარე ფლოტის, თევზსაჭერ და სხვა ტიპის მცურავ საშუალებებზე. საგემბანე განყოფილების რიგითის შეუძლია დასაქმდეს მცურავ საშუალებებზე დამხმარე დონის პასუხისმგებლობის მეზღვაურის პოზიციაზე (კერძოდ, სანავიგაციო ვახტის რიგითი, მატროსი, ბოცმანი, დონკერმანი). დასაქმების შესაძლო სფეროებს წარმოადგენს ასევე, საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებისა და ექსპლუატაციის სფეროსთან დაკავშირებული სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებები.
დაშვების წინაპირობები
- სრული ზოგადი განათლება;
- ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №086 ან №100), რომელსაც დადგენილი წესით გასცემს შერჩეული სამედიცინო დაწესებულება (ჩამონათვალი განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე www.mta.gov.ge).
მისანიჭებელი კვალიფიკაციების შესაბამისი სწავლის შედეგები
კურსდამთავრებულს შეუძლია:
- მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაში
- მონაწილეობა მიიღოს ტვირთის დამუშავებასა და განლაგებაში
- იზრუნოს გემზე მყოფ ადამიანებზე
- დაიცვას შრომის უსაფრთხოების და ჰიგიენის წესები
- გაუწიოს სამედიცინო დახმარება
- გამოიყენოს ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა და გაუმკლავდეს ხანძარს
- გარემოს დაბინძურების პრევენცია
- გემბანის მოწყობილობებისა და მექანიზმების უსაფრთხო ექსპლუატაცია
- ინგლისურ ენაზე ზეპირი კომუნიკაცია
პროგრამის ხანგრძლივობა: 13 თვე
