Giorgi Dvali

გიორგი დვალი - 21 წლის

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი;

ბაკალავრი, საგანმანათლებლო პროგრამა: საზღვაო ნავიგაცია;

გიორგი შორეულ ნაოსნობაში 6 თვით 14 თებერვალს გაემგზავრა. იგი რამდენიმე სტუდენტთან ერთად, უცხოელმა გემთფლობელმა კომპანიამ, გასაუბრების საფუძველზე შეარჩია.

გიორგი ახლა სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავ გემზე “Eva shulte"-ზე კადეტის პოზიციაზეა დასაქმებული.

გერმანულმა კომპანიამ "Bernhard schulte ship management" -მა გასაუბრება აგვისტოში ჩაატარა.  გიორგი დვალი: „ყველაფერს გავაკეთებ, რომ წარმატებული მეზღვაური გავხდე. ამაში ძალიან მეხმარება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“