ახალი სასწავლო წელი (EN)
26 September 2023
2023 წლის 25 სექტემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
ბნსუ-ს რექტორმა, პროფესორმა პარმენ ხვედელიძემ და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - კანცლერმა ლალი ხვედელიძემ მიულოცეს ბნსუ-ს სტუდენტებს 2023-24 სასწავლო წლის დაწყება.
პირველკურსელთათვის გაიმართა საზეიმო მიღება.
პრეზენტაცია უნივერსიტეტის შესახებ სტუდენტებს წარუდგინეს ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან გოლეთიანმა და საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის დეკანმა ეკატერინე მუსხაჯბამ. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მიქელთაძემ წარადგინა პირველკურსელების ადაპტაციისა და სოციალიზაციის გეგმა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბნსუ-ს პროფესორები, პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო საქმიანობას გისურვებთ!
