სიახლეები უკან

ახალი სასწავლო წელი

25 სექტემბერი 2023
2023 წლის 25 სექტემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ბნსუ-ს რექტორმა, პროფესორმა პარმენ ხვედელიძემ და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - კანცლერმა ლალი ხვედელიძემ მიულოცეს ბნსუ-ს სტუდენტებს 2023-24 სასწავლო წლის დაწყება. პირველკურსელთათვის გაიმართა საზეიმო მიღება. პრეზენტაცია უნივერსიტეტის შესახებ სტუდენტებს წარუდგინეს ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან გოლეთიანმა და საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის დეკანმა ეკატერინე მუსხაჯბამ. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მიქელთაძემ წარადგინა პირველკურსელების ადაპტაციისა და სოციალიზაციის გეგმა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბნსუ-ს პროფესორები, პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო საქმიანობას გისურვებთ!