ღია კარის დღე ბნსუ-ში (EN)
11 November 2023
2023 წლის 8 ნოემბრიდან ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში დაიწყო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის ღია კარის დღეები, რომელიც გაგრძელდება 14 ნოემბრის ჩათვლით.
პროფესიული სტუდენტები დაათვალიერებენ ბნსუ-ს ინფრასტრუქტურას, სასწავლო გარემოს, გაეცნობიან პროგრამების განმახორციელებელ პერსონალს და მიიღებენ ინფორმაციას სასწავლო პროცესის შესახებ.
