სიახლეები უკან

ღია კარის დღე ბნსუ-ში

11 ნოემბერი 2023
2023 წლის 8 ნოემბრიდან ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში დაიწყო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის ღია კარის დღეები, რომელიც გაგრძელდება 14 ნოემბრის ჩათვლით. პროფესიული სტუდენტები დაათვალიერებენ ბნსუ-ს ინფრასტრუქტურას, სასწავლო გარემოს, გაეცნობიან პროგრამების განმახორციელებელ პერსონალს და მიიღებენ ინფორმაციას სასწავლო პროცესის შესახებ.