შპს „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საკონკურსო ვაკანსიები:
- საზღვაოსნო მეცნიერებები (საზღვაო ნაოსნობა): პროფესორი - 3, ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;
- საზღვაოსნო მეცნიერებები (გემის მექანიკა): პროფესორი -2, ასოცირებული პროფესორი -3, ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია;
- ლოგისტიკა: პროფესორი - 1, ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ტრანსპორტი: პროფესორი - 1 ვაკანსია;
- მენეჯმენტი: პროფესორი - 1 ვაკანსია;
- სამართალი (საზღვაო სამართალი): პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ინჟინერია (საინჟინრო გრაფიკა, კომპიუტერული გრაფიკა): ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- მათემატიკა: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ფიზიკა: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- გეოგრაფია: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ინგლისური ფილოლოგია: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- მედიცინა (ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარება გემზე): ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;
- ისტორია: პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ქართული ფილოლოგია: პროფესორი - 1 ვაკანსია.
საკონკურსო მოთხოვნები:
- პროფესორი–ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები; ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ვაკანსიის შესაბამის დარგში: მუშაობის არანაკლებ 6 წლის პროფესიული გამოცდილება და ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები.
- ასოცირებული პროფესორი –ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები; ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ვაკანსიის შესაბამის დარგში: მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება და ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები.
- ასისტენტ-პროფესორი –ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში: ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები; ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ვაკანსიის შესაბამის დარგში: მუშაობის არანაკლებ 4 წლის პროფესიული გამოცდილება და ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები.
- კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისი ვაკანსიისათვის დადგენილი საკონკურსო მოთხოვნები აკადემიური ან პროფესიულ ინიშნით.
- ყველა ზემოთ მითითებულ შემთხვევებში აუცილებელოა საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი).
კონკურსის ვადები:
- საკონკურსიო საბუთების მიღება: 01.11. - 11.11.2016;
- საკონკურსო კომისიის მუშაობა: 14.11. - 24.11.2016;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 25.11.2016;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება: 28.11. -30.11.2016;
- საპრეტენზიო კომისიის მუშაობა - 02. - 05.12.2016;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 07.12.2016;
- კომკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 10.12.2016.
კონკურსზე წარსადგენი საბუთები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
- შევსებული „კონკურსანტის ანკეტა“;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3X4–ზე; ელ. ვერსია);
- უმაღლესი განათლების (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიაციის დადასტურების შემთხვევაში: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის და საკონკურსო აკადემიური თანამდებობისთვის განსაზღვრული სამეცნიერო-პედაგორიური გამოცდილების (შრომის წიგნაკი, ცნობა ან/და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურების შემთხვევაში:საკონკურსო აკადემიური თანამდებობისთვის განსაზღვრული პროფესიული და პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა ან/და სხვ.);
- უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
- საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი). უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც დაუდასტურდება წარდგენილი სასწავლო კურსის ინგლისურ/რუსულ ენაზე გაძღოლის კომპეტენცია;
- ინფორმაცია საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების შესახებ (მიეთითება „კონკურსანტის ანკეტაში“);
- „კონკურსანტის ანკეტაში“ კონკურსანტის მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განაცხადების მიიღება იწარმოებს ზემოთ მითითებულ ვადებში ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე ამონაბეჭდი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელ. ფორმით (ელ.ფოსტა: info@bntu.edu.ge).
კონკურსის წინასწარი და საბოლოო შედეგები გამოცხადდება ზემოთ მითითებულ ვადებში ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდის (www.bntu.edu.ge) მეშვეობით.
კონკურსთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ინფორმაციის დაზუსტება საკონტაქტო ტელეფომების 0422 292525, 0422 293232, +995 593 44 22 85 ან ელ.ფოსტის info@bntu.edu.geმეშვეობით.
გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.bntu.edu.ge
ბნსუ-ს აკადემიური კონკურსი_კონკურსანტის-ანკეტა
ბნსუ-ს აკადემიური კონკურსი_კონკურსანტის-განცხადება
ბნსუ-ს აკადემიური კონკურსი_სილაბუსის შეფასება
ბნსუ-ს აკადემიური კონკურსი_საბუთების შეფასება
