სიახლეები უკან

შპს „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

30 სექტემბერი 2016

bntuik.jpg

საკონკურსო ვაკანსიები­:

  • საზღვაოსნო მეცნიერებები (საზღვაო ნაოსნობა): პროფესორი - 3, ასოცირებული პრო­ფესორი - 2 ვაკანსია;
  • საზღვაოსნო მეცნიერებები (გემის მექანიკა): პროფესორი -2, ასოცირებული პრო­ფე­სორი -3, ასის­ტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • ლოგისტიკა: პროფესორი - 1, ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ტრანსპორტი: პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • მენეჯმენტი: პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • სამართალი (საზღვაო სამართალი): პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ინჟინერია (საინჟინრო გრაფიკა, კომპიუტერული გრაფიკა): ასოცირებული პრო­ფე­სორი - 1 ვაკანსია;
  • მათემატიკა: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ფიზიკა: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • გეოგრაფია: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ინგლისური ფილოლოგია: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • მედიცინა (ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარება გემზე): ასო­ცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • ისტორია: პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ქართული ფილოლოგია: პროფესორი - 1 ვაკანსია.

საკონკურსო მოთხოვნები:

  • პროფესორი–ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: დოქტორის აკადე­მი­­ური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხა­­­რი­ს­ხი, სამეც­ნი­ე­რო-პედაგო­გი­უ­რი მუ­შაო­ბის არა­­ნაკ­ლებ 6 წლის გა­მოც­დი­ლე­ბა, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარ­გ­ში ბოლო 10 წლის გან­მა­ვ­ლობაში გამოცემული/გა­მო­­ქ­­ვეყ­­ნე­ბუ­­­ლი სა­­­­მეცნიერო ნა­შ­რო­­­მე­ბი/პუ­ბ­­ლი­კა­ცი­ები; ბ)­ პროფესი­უ­ლი ნიშ­ნით კვალიფიკაციის დასადას­ტუ­რე­ბ­ლად: არანაკლებ მა­გი­ს­ტ­რის ან მასთან გათანაბ­რე­ბული აკა­დე­მი­ური ხარისხი, უმა­ღ­­ლეს სა­გა­ნ­მანათლებლო დაწე­სე­ბუ­ლებაში პედა­გო­გი­ური მუ­შა­­ობის არა­ნა­კ­ლებ 6 წლის გამოცდილება, ვაკანსიის შესაბამის დარგში: მუშაობის არანაკლებ 6 წლის პრო­ფე­­სი­­­­­უ­ლი გამოც­დი­­ლება და ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოცემული/გა­მო­­ქ­­ვეყ­­ნე­ბუ­­­ლი სა­­­­მეც­ნი­ერო ნაშრო­მე­ბი/პუ­ბ­­ლი­კაციები.
  • ასოცირებული პროფესორი –ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადას­ტუ­რებ­ლად: დოქ­ტო­რის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხა­­­რი­ს­ხი, სა­მეც­ნი­ერო-პედაგო­გი­უ­რი მუ­შაო­ბის არანაკლებ 3 წლის გა­მოც­დი­ლე­ბა, საკონკურსო ვა­კან­სიის შესაბამის დარგში ბოლო 10 წლის განმავ­ლო­ბა­ში გამოცემული/გა­მო­­ქ­­ვეყ­­ნე­ბუ­­­ლი სა­­­­მეც­ნიერო ნა­შ­რო­­მე­ბი/პუ­ბ­­ლი­კაციები; ბ) პროფე­სი­უ­ლი ნიშნით კვალიფიკაციის და­სა­დას­ტუ­რე­ბ­ლად: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბ­რე­ბუ­ლი აკადემიური ხარისხი, უმა­ღ­­ლეს სა­გა­ნ­მანათლებლო დაწე­სე­ბუ­ლებაში პედა­გო­გი­­ური მუ­შა­ო­ბის არანაკლებ 3 წლის გა­მოც­დი­ლე­ბა, ვაკანსიის შესაბამის დარგში: მუშაობის არა­ნაკლებ 5 წლის პრო­ფე­სი­უ­ლი გამოც­დი­ლება და ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოცემული/გა­მო­­ქ­­ვეყ­­ნე­ბუ­­­ლი სა­­­­მეც­ნი­ე­­რო ნაშრომები/პუ­ბ­­ლი­კაციები.
  • ასისტენტ-პროფესორი –ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: დოქ­ტო­რის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხა­­­რი­ს­ხი, სა­კონ­კურ­სო ვაკანსიის შე­სა­ბა­­მის დარგში: ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოცემული/გა­მო­­ქ­­ვეყ­­ნე­ბუ­­­ლი სა­­­­მეც­ნიე­რო ნა­შ­რო­­მე­­ბი/პუ­ბ­­ლი­კა­­ციები; ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასა­და­სტუ­რებ­ლად: არანაკ­ლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხა­რის­ხი, ვა­კან­სიის შესაბამის დარგში: მუ­შა­ო­ბის არა­ნაკ­­ლებ 4 წლის პროფესიული გა­მოც­დილება და ბოლო 10 წლის გან­მავ­ლობაში გა­მო­­ქ­­ვეყ­­ნე­ბუ­­­ლი სა­­­­მეცნიერო ნაშრო­მები/პუ­ბ­­ლი­კა­ციე­ბი.
  • კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისი ვაკანსიისათვის დად­გე­ნილი საკონკურსო მოთხოვნები აკადემიური ან პროფესიულ ინიშნით.
  • ყველა ზემოთ მითითებულ შემთხვევებში აუცილებელოა სა­კონ­კურსო ვაკანსიის შესა­ბა­მის დარგ­ში სას­­წავლო კუ­რ­­ს­­ის პროგრამა (სილა­ბუ­სი).

კონკურსის ვადები:

  • საკონკურსიო საბუთების მიღება: 01.11. - 11.11.2016;
  • საკონკურსო კომისიის მუშაობა: 14.11. - 24.11.2016;
  • კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 25.11.2016;
  • კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება: 28.11. -30.11.2016;
  •  საპრეტენზიო კომისიის მუშაობა - 02. - 05.12.2016;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 07.12.2016;
  • კომკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძა­ნების გამო­ცემა: არაუგვიანეს 10.12.2016.

კონკურსზე წარსადგენი საბუთები:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
  • შევსებული „კონკურსანტის ანკეტა“;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უც­­­ხო ქვე­ყნის მოქალა­ქეო­ბის შე­მ­თ­ხ­ვე­ვაში - პას­პორ­ტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანო­ტა­რო წე­სით და­მო­წმებული თარგ­მა­ნი);
  • ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3X4–ზე; ელ. ვერსია);
  • უმაღლესი განათლების (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარი­სხის) დამა­და­ს­­­ტუ­რე­ბელი დოკუმენტის ასლი;
  • ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიაციის დადასტურების შემთხვევაში: დოქტორის აკა­დე­მიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხა­რი­ს­ხის და საკონკურსო აკადემიური თანამდე­ბობის­თვის განსაზღვრული სამეც­ნიე­რო-პედა­გო­რი­ური გამოცდილების (შრო­მის წიგნაკი, ცნობა ან/და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენ­ტების ას­ლე­ბი;

ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურების შემთხვევაში:საკონკურსო აკადე­მიუ­რი თანამდე­ბობის­თვის განსაზღვრული პროფესიული და პედა­გო­გიური გამოცდილების დამა­დას­ტურებელი დო­კუ­მენტები (შრომის წიგ­ნაკი, ცნობა ან/და სხვ.);

  • უც­ხო­­ეთში მიღებული განათლების/კვა­ლი­­ფი­კა­ცი­ის და­მა­­დასტურე­ბე­ლი დო­კუ­მე­ნ­­ტის შემთხ­ვე­ვა­­ში ასევე წარ­სა­დ­გე­ნია სანო­ტა­რო წე­სით დამოწმებული ქარ­თულ­ენო­ვანი თარ­გ­­მა­ნი და უც­ხო­ე­თში მიღებული განათ­ლე­ბის/კვა­­ლი­ფი­კაციის საქართველოში აღიარების დო­კუ­მენტი;
  • სა­კონ­კურსო ვაკანსიის შესა­ბა­მის დარგში სას­­წავლო კუ­რ­­ს­­ის პროგრამა (სილა­ბუ­სი). უპირა­ტე­სო­ბა მიენიჭება კონკურსანტს, რო­მელსაც დაუდასტურდება წარდგენილი სასწავლო კურსის ინგ­ლი­­­სურ/რუ­სულ ენაზე გაძღო­ლის კომპეტენცია;
  • ინფორმაცია საკონკურსო ვა­კან­სიის შესაბამის დარ­გში ბოლო 10 წლის გან­მა­­ვ­ლობაში გამოცე­მუ­ლი/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშ­რომების/პუბლი­კა­ცი­ე­ბის შესახებ (მი­­ე­­თითება „კონ­კურ­სან­ტის ანკეტაში“);
  • „კონკურსანტის ანკეტაში“ კონკურსანტის მიერ მითითე­ბუ­ლი ინფორ­მა­­ციის დამადასტუ­რე­ბე­ლი დოკუმენტები.

საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განაცხადების მიიღება იწარმოებს ზემოთ მითითებულ ვადებში ყოველდ­ღი­ურად (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე ამო­ნა­ბეჭ­დი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელ. ფორ­მით (ელ.ფოსტა: info@bntu.edu.ge).

კონკურსის წინასწარი და საბოლოო შედეგები გამოცხადდება ზემოთ მითითე­ბულ ვა­დე­ბ­ში ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდის (www.bntu.edu.ge) მეშვეობით.

კონკურსთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ინფორმაციის დაზუსტება საკონტაქტო ტელეფომების 0422 292525, 0422 293232, +995 593 44 22 85 ან  ელ.ფოსტის info@bntu.edu.geმეშვეობით.

გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.bntu.edu.ge

 

ბნსუ-ს აკადემიური კონკურსი_კონკურსანტის-ანკეტა

ბნსუ-ს აკადემიური კონკურსი_კონკურსანტის-განცხადება

 ბნსუ-ს კადემიური კონკურსი

ბნსუ-ს აკადემიური კონკურსი_სილაბუსის შეფასება

ბნსუ-ს აკადემიური კონკურსი_საბუთების შეფასება