ბნუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი Encyclopaedia Britannica-ს ბაზის პრეზენტაციას დაესწრო
2026 წლის 22 ოქტომბერს, ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ Encyclopaedia Britannica-ს წარმომადგენელს, ლუკა სანდერსს, ონლაინ შეხვედრაზე უმასპინძლა. შეხვედრას ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მაკა გეგეშიძე დაესწრო.
შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელიც Encyclopaedia Britannica-ს ბაზის პრიორიტეტებს, საძიებო ფუნქციების ძირითად მახასიათებლებსა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებთან მის თავსებადობას შეეხებოდა. შეხვედრაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისთვის Encyclopaedia Britannica-ს ბაზაზე წვდომა დეკემბრის ჩათვლით უფასოა, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ნებისმიერი ადგილიდან ისარგებლონ ბაზაში განთავსებული საინფორმაციო და საგანმანათლებლო რესურსებით:
ბმული: https://education.eb.com/en-US?target=https%3A%2F%2Facademic.eb.com%2Flevels
ACCESS ID: gilisc
PASSCODE: demo
Britannica Academic-ის გამოყენების გზამკვლევი
