ბიბლიოთეკის სიახლეები უკან

Britannica Academic-ის ბაზაზე უფასო წვდომა

15 სექტემბერი 2026

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და მკვლევრებს შესაძლებლობა ეძლევათ, ორი თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლონ Britannica Academic-ის ციფრული საგანმანათლებლო და აკადემიური რესურსებით.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გთავაზობთ შესაძლებლობას, იმუშაოთ ისე, როგორც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობენ — Britannica Academic-ისა და Britannica Library-ის საშუალებით კარი სრულად იხსნება უზღვავი ინფორმაციის ციფრულ სამყაროში და მომხმარებლებს ხარისხიან აკადემიურ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

Britannica Academic მომხმარებლებს სთავაზობს გადამოწმებულ, ციტირებად და აკადემიურად სანდო ინფორმაციას სხვადასხვა დისციპლინაში. პლატფორმის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საძიებო შესაძლებლობები კი მომხმარებლებს ეხმარება საჭირო ინფორმაციის სწრაფად მოძიებასა და 200-ზე მეტ ენაზე, მათ შორის ქართულად, თარგმნაში. 

წვდომის მისაღებად მიმართეთ ბნუ-ს ბიბლიოთეკას.

Britannica Academic-ის გამოყენების გზამკვლევი

აღნიშნული შესაძლებლობა წარმოადგენს ძალიან კარგ რესურსს სასწავლო, კვლევითი და პროფესიული საქმიანობისთვის.