ბიბლიოთეკის სიახლეები უკან

გაცნობითი შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან

24 სექტემბერი 2025

2025 წლის 23 სექტემბერს, ბნუ-ს ბიბლიოთეკის ინიციატივით, პროფესიული სტუდენტებისთვის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა, რაც მიზნად ისახავდა სტუდენტების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას.

ბიბლიოთეკარებმა პროფესიულ სტუდენტებს დაათვალიერებინეს ბიბლიოთეკის ღია დაშვების სამკითხველო დარბაზი და მიაწოდეს ინფორმაცია ბიბლიოთეკისა და საბიბლიოთეკო სერვისების შესახებ.