ბიბლიოთეკის სიახლეები უკან

კემბრიჯის უნივერსიტეტის ვებინარი

19 მაისი 2025

2025 წლის 12 ივნისს, კემბრიჯის უნივერსიტეტი გიწვევთ ვებინარზე, სადაც ექსპერტები ბენ დენსი და დანიელ პირსი კემბრიჯის ღია წვდომის (OA) წიგნების სტრატეგიის გაფართოებასა და ღია კვლევის ჟურნალებზე სწრაფი გადასვლის მნიშვნელობასა და აკადემიურ საზოგადოებაზე მის გავლენაზე ისაუბრებენ, იმსჯელებენ თუ როგორ ეხმარება ეს ცვლილება ცოდნის უფრო ფართოდ გავრცელებასა და კვლევის გამჭვირვალობის ზრდას.

ღონისძიება საინტერესო იქნება აკადემიური საქმიანობისა და მეცნიერების მომავლის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

ვებინარზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

შეგახსენებთ, რომ ბნსუ კემბრიჯის უნივერსიტეტის ელექტრონული ბაზების გამომწერია.