საბიბლიოთეკო კვირეული
30 აპრილი 2025
2025 წლის 23-30 აპრილს, ბნსუ-ს ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა, მონაწილეობა მიიღეს საბიბლიოთეკო კვირეულში, რომელიც საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ ონლაინ ფორმატში გაიმართა.
კვირეული 23 აპრილს გაიხსნა პრეზენტაციებით, სადაც ბნსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა წარადგინა „ბნსუ-ს ბიბლიოთეკა - სტუდენტების საყვარელი ადგილი“. 25-29 აპრილს, კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა საინფორმაციო სემინარები გაიმართა, როგორიცაა საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეფასება, ბიბლიოთეკის ფონდების ბარკოდიზაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბიბლიოთეკებში.
