შალვა ამონაშვილის სემინარი
14 აპრილი 2025
2025 წლის 13 აპრილს, ბნსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი დაესწრო სემინარს: "რაღაც მინდა გითხრათ", რომელიც შალვა ამონაშვილის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა. სემინარს თავად შალვა ამონაშვილი, პედაგოგი და ჰუმანური პედაგოგიკის აღიარებული ავტორიტეტი, უძღვებოდა.
ბატონმა შალვამ სემინარი ჰუმანურ პედაგოგიკას, ბედნიერების არსზე, აღქმასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა ბედნიერებას როგორც ცნებას, რომელიც არა მხოლოდ ემოციური მდგომარეობაა, არამედ ცხოვრების შინაარსი და ადამიანური ურთიერთობების საფუძველია.
