ტრენინგი: AI ბიბლიოთეკებში – ინფორმაციული სერვისების ტრანსფორმაცია, დანერგვა, გამოწვევები, მომავალი
2025 წლის 25-27 ნოემბერს, ბნუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, მაკა გეგეშიძემ, მონაწილეობა მიიღო ტრენინგში თემაზე: „AI ბიბლიოთეკებში – ინფორმაციული სერვისების ტრანსფორმაცია, დანერგვა, გამოწვევები, მომავალი“. ტრენინგს „ინოვაციური საგანმანათლებლო კავშირების“ მენეჯერი, მაია მეტრეველი უძღვებოდა.
ტრენინგის მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის როლის, შესაძლებლობებისა და გამოწვევების განხილვა თანამედროვე საგანმანათლებლო და ბიბლიოთეკის პროცესებში. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო AI-ის გამოყენებით ინფორმაციული სერვისების ზრდას, ბიბლიოთეკებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას და იმ მომავალ შესაძლებლობებს, რომლებიც განათლების სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.
ტრენინგი „ინოვაციური საგანმანათლებლო კავშირების“ ორგანიზებით ჩატარდა.
