ბიბლიოთეკის სიახლეები უკან

წლის აქტიური მკითხველის დაჯილდოება

27 დეკემბერი 2025

2025 წლის 26 დეკემბერს, ბნუ-ს ბიბლიოთეკამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება „წლის აქტიური მკითხველის დაჯილდოება“ ჩაატარა, რომელსაც ბნუ-ს სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ სტუდენტები, რომლებმაც წლის განმავლობაში განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს და აქტიურად სარგებლობდნენ ბიბლიოთეკის რესურსებით. წლის აქტიურ მკითხველებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა საგანმანათლებლო ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.