ანონსები, კონკურსები, გრანტები უკან

კონკურსი

1 თებერვალი 2023

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებზე დასწრების მიზნით კონკურსს აცხადებს.

  • კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერებს - სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ პროფესორი.
  • გრანტი გაიცემა შემდეგი სახის საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად: კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი, სემინარი.
  • გრანტის ოდენობა ერთ კონკურსანტზე არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.
  • პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს ელექტრონულად 2023 წლის 1 თებერვლიდან - 15 მარტის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

shorturl.at/bgQR0