ანონსები, კონკურსები, გრანტები უკან

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი

17 ოქტომბერი 2025

ძვირფასო მაგისტრანტებო!

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2025 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსს.

კონკურსის მიზანია მაგისტრანტთა სამაგისტრო ნაშრომებთან დაკავშირებული კვლევების ხარისხის გაუმჯობესება და მათი კვლევითი უნარების განვითარება. მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტებს, რომლებიც კონკურსის პერიოდში ფლობენ აქტიურ სტუდენტურ სტატუსს.

განაცხადებების მიღება მიმდინარეობს ელექტრონულად, ფონდის ონლაინ სისტემაში.

დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tinyurl.com/3panhutt 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ბნუ-ს კვლევების ცენტრში, ან დარეკეთ ნომერზე: 579 46 67 76.