ბნუ-ს პროფესორების კოლექტიური მონოგრაფია გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომია Amazon-ზე
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პროფესორების მრავალწლიანი სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის შედეგად მომზადებული კოლექტიური მონოგრაფია გამოიცა და საერთაშორისო ელექტრონულ პლატფორმაზე Amazon განთავსდა.
მონოგრაფია აერთიანებს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული კვლევების შედეგებს და მოიცავს საზღვაო ტრანსპორტის, საზღვაო მენეჯმენტის, ლოგისტიკის, მომარაგების ჯაჭვის, ტრანსპორტის ორგანიზებისა და მართვის, საზღვაო ურთიერთობების, შავი ზღვის აუზის სატრანსპორტო-ლოგისტიკური თავისებურებების, ასევე საზღვაო ბიზნესში, ფინანსებში, ტრანსპორტსა და მენეჯმენტში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებს.
ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვაო სფეროს თანამედროვე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებს. გამოცემა წარმოადგენს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული სამეცნიერო კვლევების ერთგვარ შეჯამებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზღვაო მეცნიერებების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროების განვითარებაში.
მონოგრაფია ხელმისაწვდომია Amazon-ის პლატფორმაზე: https://tinyurl.com/4dcksp2h
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი ულოცავს მონოგრაფიის ავტორებს აღნიშნულ მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევას და წარმატებებს უსურვებს მათ შემდგომ კვლევით საქმიანობაში.
