სიახლეები უკან

Erasmus+-ის შეხვედრა: კონკურენტუნარიანი საგრანტო აპლიკაციების შექმნა

21 ოქტომბერი 2025

Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში გიწვევთ შეხვედრაზე “კონკურენტუნარიანი საგრანტო აპლიკაციების შექმნა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, “შესაძლებლობის გაძლიერების” პროექტების მაგალითზე”.

ვორქშოპის ფარგლებში განხილული იქნება პრაქტიკული ნაბიჯები და რეკომენდაციები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს დაეხმარება სწორად შეიმუშაონ და დაგეგმონ კონკურენტუნარიანი საგრანტო პროექტის განაცხადები Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

თარიღი: 27 ოქტომბერი

დრო: 11:00 – 12:00 (საქართველოს დროით)

სამიზნე აუდიტორია: უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება, ახალგაზრდობა, სპორტი

ენა: ქართული

ლოკაცია: ონლაინ (Google Meet)

რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/xHFf9VNK4riweUcy6

ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 26 ოქტომბრის, 18:00 საათამდე.