ინფორმაცია 20.10.2021
24 მაისი 2022
მიმდინარე წლის 18-19 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით უკრაინაში, ქ. ლვოვში IІI საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია "საჯარო მართვის თანამედროვე პარადიგმა"ჩატარდა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოც. პროფ. ბადრი გეჩბაიამ და ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ქეთევან გოლეთიანმა. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ დარგის სპეციალისტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, ესტონეთიდან, სლოვაკეთიდან, ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, საქართველოსა და ბელორუსიიდან.
