ინფორმაცია 21.09.2021
2021 წლის 21 სექტემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტსა და უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბაზრისპრობლემების,ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კვლევების ინსტიტუტთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს უკრაინაში, ქ. ოდესა ესწრებოდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი ბადრი გეჩბაიამ. ბადრი გეჩბაიამ სამეცნიერო საზოგადოებას გააცნო ბნსუ-ს ისტორია, განვითარება, პრობლემები და პერსპექტივები, ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.მან ასევე დამსწრე საზოგადოებას გააცნო ბნსუ-ში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები, ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი კვლევების შესახებ.
