სიახლეები უკან

IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ISTSML 2025

7 აპრილი 2025

2025 წლის 24 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი სატრანსპორტო სისტემა და საზღვაო ლოგისტიკა“ გაიმართება.

კონფერენცია მიეძღვნება მდგრადი სატრანსპორტო სისტემის, საზღვაო ლოგისტიკის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და მართვის თანამედროვე და აქტუალურ საკითხებს.

კონფერენციაზე მიიღება უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეცნიერების, დოქტორანტების, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, კომპანიათა წარმომადგენლების, სპეციალისტების მიერ მომზადებული მასალები.

მონაწილეობის ფორმა: დასწრებული, დაუსწრებელი

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური

ფორმატი: ჰიბრიდული

კონფერენციის პროგრამა

 

კონფერენცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე (ბათუმი, საქართველო) ჩატარდება.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://conference.bntu.nier.ge/#