სიახლეები უკან

ყურადღება!

13 სექტემბერი 2022

სტუდენტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო  კონფერენცია

სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2022 წლის 16-17 ნოემბერს ატარებს სტუდენტთა პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „განათლება და ინოვაციები“. კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირდაპირი შეხვედრის და ზუმის (Zoom) ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.

ნაშრომების წარმოდგენა აუცილებელია როგორც ზეპირი, ასევე პოსტერული პრეზენტაციის სახით.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი  სამეცნიერო სექციები:

  • განათლება და პედაგოგიკა;
  • მათემატიკა და ინფორმატიკა;
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • ბიზნესი, ეკონომიკა და ტურიზმი;
  • სოციალური მეცნიერებები და სამართალი;
  • ფილოლოგია;
  • ისტორია;
  • სპორტი და სპორტის მენეჯმენტი.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა ნაშრომები უნდა წარმოადგინონ 2022 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე

conference@gu.edu.ge