სიახლეები უკან

ონლაინ ღონისძიება ბოლონიის პროცესის შესახებ უმაღლესი განათლების ინსტიტუტებისთვის

25 ნოემბერი 2025

2025 წლის 8 დეკემბერს, 12:00 საათზე, Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში, უმასპინძლებს ონლაინ ღონისძიებას ბოლონიის პროცესის შესახებ უმაღლესი განათლების ინსტიტუტებისთვის.

დისკუსია შეეხება შემდეგ თემებს: ხარისხის ჩარჩოები, საქართველოსა და ევროკავშირის დონეზე არსებული სტანდარტები, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, და ა.შ.

ღონისძიებას გაუძღვებიან ექსპერტები: თამარ სანიკიძე (უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი საქართველოში HERE), ლაშა მარგიშვილი (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე), და მოწვეული ექპერტები: Peter Levente LAKATOS - Board Member at ENQA და Merel EIMERS - Policy Officer at Nuffic.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია მოცემული ბმულის საშუალებით: https://forms.gle/dkXtB3x6MBGZ1QNy8