სიახლეები უკან

სტუდენტთა VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

22 აპრილი 2024

2024 წლის 23 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით სტუდენტთა VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენცია მიზნად ისახავს საზღვაო მეცნიერებების, ლოგისტიკის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის თანამედროვე პროცესებისა და გამოწვევების განხილვას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთანამშრომლობის წახალისებას.

კონფერენციის ნაშრომთა კრებულში დაიბეჭდება ის ნაშრომები, რომლებიც მოწონებული იქნება კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს მიერ და დააკმაყოფილებს ნაშრომისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

კონფერენცია ინტერდისციპლინურია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხოეთის ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

კონფერენციის სამუშაო სექციებია:

  • საზღვაო მეცნიერებები;
  • ლოგისტიკა;
  • ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • ბიზნესის ადმინისტრირება.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

კონფერენციის ჩატარების ფორმატი: ჰიბრიდული.

კონფერენციის ფორმატი: მოხსნების დრო - 10 წუთი, კითხვა-პასუხი/დისკუსია - 5 წუთი.

მნიშვნელოვანი თარიღები:

 30 მაისის ჩათვლით - მონაწილეთა მიერ განაცხადის ფორმის შევსება და აბსტრაქტის წარმოდგენა;
 5 ივნისი - სრული ნაშრომების წარმოდგენა;
 23 ივნისი - ნაშრომების ზეპირი წარდგენა კონფერენციაზე.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 30 მაისის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/EdojxzaU4N1RScMq8

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ:

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კვლევების ცენტრი

studconference2024@bntu.edu.ge

abashidzegiorgi@outlook.com

 

კონფერენციის დეტალები_GEO

შაბლონი

პრეზენტაციის შაბლონი

სტუდენტური კონფერენციის პროგრამა