ინფორმაცია 04.01.2021
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მდგრადი სატრანსპორტო სისტემა და საზღვაო ლოგისტიკა“ ISTSML2021
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რიგის ინფორმაციული სისტემებისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის, საერთაშორისო ევროპული უნივერსიტეტის, ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის თანაორგანიზებით ამა წლის 24 ივნისს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “მდგრადი სატრანსპორტო სისტემა და საზღვაო ლოგისტიკა“ ISTSML2021მკვლევარებისა და აკადემიურის სფეროს,აგრეთვე პრაქტიკოსი სპეციალისტებისათვის.
კონფერენცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მდგრადი სატრანსპორტო სისტემისა და საზღვაო ლოგისტიკის სფეროს აქტუალური საკითხების განხილვას და უახლესი მიღწევების ანალიზს, სამეცნიერო დებატებსა და იდეათა ურთიერგაცვლას.
- საერთაშორისო კონფერენციაჩატარდება 2021 წლის 24ივნისს;
- კონფერენცია ტრადიციულად ეძღვნება მეზღვაურის საერთაშორისო დღეს და იგი უკვე მეექვსე წელია ტარდება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით;
- ნაშრომები მიიღება 2021 წლის 14მაისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის ვებ-გვერდზე: https://istsml-conf.ge/
